♔ კოცნა ♔
[center]სიტყვა კოცნა მომდენარეობს ძველი ინგლისურიდან - cyssan (“to kiss”), საწყისი სახელისგან (“a kiss”).ევროპული ქვეყნების დამსახურებით სხვადსხვა კულტურებმა კოცნა მიიღო, როგორც არა რუტინული ქმედება, არამედ გრძნობებისა და დამოკიდებულებების გაცვლის საშუალება. მაგალითად ავსტრალია, ტაიტი და აფრიკის ბევრი ქვეყანა.
სხვადსხვა კულტურაში კოცნის ნიუანსები ძალიან განსხავვებულია. კონტექსტისა და კულტურის მიხედვით კოცნა შეიძლება გამოხატავდეს: სიყვარულს, ვნებას, დამოკიდებულებას, პატივისცემას, მეგობრობას და სხვ. ზოგიერთ სიტუაციებში კოცნა არის რიტუალური, ფორმალური ან სიმბოლური ჟესტი, რომელიც მიუთითებს, ერთგულებაზე, პატივისცემაზე ან გამოხატავს მისალოცვას.
♔
კოცნა- არის აქტი, როდესაც ერთი ადამიანის ტუჩი აწვება მეორის ტუჩს, ამავდროულად შეიძლება მოხდეს შეხება სხეულის სხვა ნაწილზე. სხვადსხვა კულტურაში კოცნის ნიუანსები ძალიან განსხავვებულია. კონტექსტისა და კულტურის მიხედვით კოცნა შეიძლება გამოხატავდეს: სიყვარულს, ვნებას, დამოკიდებულებას, პატივისცემას, მეგობრობას და სხვ. ზოგიერთ სიტუაციებში კოცნა არის რიტუალური, ფორმალური ან სიმბოლური ჟესტი, რომელიც მიუთითებს, ერთგულებაზე, პატივისცემაზე ან გამოხატავს მისალოცვას. მაგალითად ჯვრისწერის რიტუალის დასასრულს პატარძალი კოცნის მეუღლეს. კოცნას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული სოციალური მნიშვნელობა სხვადსხვა კულტურაში, კოცნა შეიძლება ტუჩებში, ლოყაზე ან ხელზე.
სიტყვა კოცნა მომდენარეობს ძველი ინგლისურიდან - cyssan (“to kiss”), საწყისი სახელისგან (“a kiss”).
სხვა ადამიანისთვის ტუჩებში კოცნა გახდა საერთო ჟესტი სახვადსხვა კულტურებში. ევროპული ქვეყნების დამსახურებით სხვადსხვა კულტურებმა კოცნა მიიღო, როგორც არა რუტინული ქმედება, არამედ გრძნობებისა და დამოკიდებულებების გაცვლის საშუალება. მაგალითად ავსტრალია, ტაიტი და აფრიკის ბევრი ქვეყანა.
ტუჩებში კოცნა არის ფიზიკური გამოხატულება ორ ადამიანს შორის, რომელიც არიან შეყვარებული ან განიცდიან ვნებას ერთმანეთის მიმართ. კოცნის დროს ჩართულია სხვადასხვა შეგრძნებები და რეფლექსები: შეხება, გემო და სუნი.
ფსიქოლოგ Menachem Brayer-ის კვლევის თანახმად თუმცა ბევრი ძუძუმწოვარი, ფრინველი და მწერები კოცნიან ერთმანეთს, იცინი არ განიცდიან იგივე ემოციებს, როგორსაც ადამიანები.
ფსიქოლოგი William Cane აღნიშნავს, რომ კოცნა დასაცლეთ ევროპაში ყველაზე ხშირად რომანტიული დატვირთვის მატარებელია და გამოხატავს რომანტიულ გრძნობებს.
William Cane:
„-არ არის რთული მიხვდე როდისაა ადამიანი შეყვრებული, შეიძლება ისინი ცდილობდნენ ამის დამალვას, მაგრამ მათ არ შეუძიათ დამალონ თავიანთი შინაგანი აღელვება. იცინი თავიანთ გრძნობებს სხვადსხვანაირად გამოხატავენ, კერძოდ მამაკაცებს არ შეუძლიათ დამალონ თავიანთი გრძნობა, მათი ქვედა ყბის კუთები კანკალებს, როდესაც ისინი ხედავენ საყვრელ არსებას. ქალბატონები კი ფერმკრთალდებიან დაუყოვნებლივ, როდესაც ხედავენ საყვარელ მამაკაცს შემდეგ კი ცოტათი წითთლდებიან, როდესაც მამაკაცი უახლოვდებათ.
...ეს არის ეფექტი ფსიქოლოგიური სიახლოვისა ორ ადამინს შორის“.
-"კოცნა დასავლეთ ევროპაში არის ახალი განვითარებული და ნეკლებადაა ნახსენები ბერძნულ ლიტერატურაში. შუა საუკუნეებში კოცნა გახდა დახვეწილობის ჟესტი მაღალი კლასის საზოგადოებაში. სხვა კულტურებს აქვთ კოცნის განსხვავებული განმარტება და დანიშნულება", ღნიშნავს Brayer. მაგალითად ჩინეთში სიყვარულის გამოხატვა ხდებოდა ცხვირზე ხელის მოჭერტით. აღმოსავლეთ კულტურებში არ შეიძლება კოცნა საჯაროდ. ბევრ ქვეყანაში ეს დასჯადია. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში გავრცელებულია „კოცნა შესუნთქვით“ (sniff kiss), ხოლო ტუჩებში კოცნა სექსუალური პრელუდიის დროს გამოიყენება მხოლოდ. ზოგიერთი ტომის კულტურაში კი კოცნის მსგავსი ქმედებად მიჩნეულია დასუნვა. (მათთვის მაკოცე არის დამყნოსე, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ეს ყოველივე, ამ ქვეყნებისთვის დამახასიათებელია მსგავსტი ტიპის ჟესტები. ისინი მათი კულტურისა და ისტორიის ნაწილია და ტრადიციაა).
კოცნის წარმოშობის ისტორიას მე-20 საუკუნის დასაწყისში შეისწავლიდა ბუნების ისტორიკოსი Ernest Crawley.იგი წერდა, რომ „უმაღლესი ცივილიზაციის წარმომადგენლებისთვის კოცნა იყო გრძნობების (სიყავრულის, პატივისცემის და მშობლიური დამოკიდებულების) გამოხატვის უნივერსალური საშუალება. Crawley-ის კვლევებზე დაყრდნობით შეხება არის გრძნობების საწყისი, ხოლო კოცნა-ინტიმური კონტაქტის სპეციალიზებული ფორმა. თუმცა იგი ასევე აღნიშნავს, რომ კოცნა იყო ძალიან იშვიათი აქტი დაბალი ცივილიზაციის რასებში. ხოლო მაღალ საზოგადოებებში კი აბსოლიტურად იყო ჩამოყალიბებული. თუმცა Crawley მაღალ სახოგადოებებშიც აღწერს სხვაობებს. უძველესი ეგვიპტელებისთვის კოცნა არ ყოფილა ცნობილი, განსხავავებით ადრეული ბერძნების, ასირიელებისა და ინდოელებისაგანაც კი.
მე-19 საუკუნის ანთროპოლოგის Cesare Lombroso-ს კვლევის თანახმად შეყვრებულების კოცნა წარმროიშვა და განვითარდა დედის კოცნისაგან. Crawley მხარს უჭერს ამ მოსაზრებას და განამტკიცებს იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ იაპონიის საზოგადოება მე-20 საუკუნემდე არ ცნობდა კოცნის სხვა ფორმას, გარდა დედა-შვილური კოცნისა. ხოლო აფრიკასა და სხვა არაცივილიზებულ ქვეყნებში კოცნა ხშირი იყო ქმრებსა და ცოლებს, ასევე შეყვრებულებს შორის. კოცნა საერთო იყო ბერძნების და რომაელებისთვის. ისინი კოცნიდნენ შვილებს, დაქორწინებულებს და შეყვრებულებს. დასავლეთ საზოგადოებაში კოცნა გამოიყენებოდა სხვადასხვა რელიგიურ-კულტურული დანიშნულებით და სხვდასხვა შინაარსობრივი ღირებულების მატარებელი იყო. Crawley ასკვნის, რომ კოცნა ზოგადად გავრცელებული იყო გარკვეული ფორმით პრიმიტიული დროიდან და განვითარების პიკს მიაღწია დასავლური ევროპის წარმოშობის შემდეგ.
თანამედროვე ეპოქაში მეცნიერებმა განახორციელეს ადამიანების თავის ტვინის სკანირება, როდესაც პროგრესირდებოდა რომანტიკული ურთიერთობები. ზოგიერთი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ, რაც პირველი „მაგიური შეხვედრის“ ან წარმატებული პაემნის შემდეგ ტვინის კომპლექსური სისტემა აქტიურდებოდა და დგებოდა დაახლოებით იგივე შედეგი, როგორიც კოკაინის მიღების შემდეგ. შეყვერებულებს შორის ურთიერთდამოკიდებულების კვლევის დროს, როდესაც კვლევის მონაწილეებს უჩვენებდნენ შეყვრებულის ფოტოს ტვინის უჯრედები დოპინგის მიღების ეფექტს ამჟღავნბდნენ. გამოიყოფოდა შინაგანი ქიმიკატი, რომელიც როგორც წესი გამოიყოფა, როდესაც ადამიანი რაიმე სასიხარულოს აკეთებს.
კოცნა არის ინტიმისა და სიყვარულის გამოხატვის მნიშვნელოვანი ჟესტი. Kristoffer Nyrop-ის წიგნში „კოცნა და მისი ისტორია“ პოეტური შარმითაა აღწერილი კოცნა. - „სიყვარულის გამომხატველი კოცნა, როგორც სამუდამო სიყვარულის, მონატრების, სურვილის და მუდივი ახალგაზრდობის სიმბოლო, რომელიც იბადება საყვრელი ადამიანის ტუჩებიდან და იზრდება, როგორც Charles Fuster ამბობდა „ლურჯი ციდან, მწვანე მდელოებამდე“, როგორც მოცახცახე აზიზი მადლიერების ნიშნად მსხვერპლად შესაწირი“. ის ასევე წერს, რომ „სიყვარულის გამომხატველი კოცნა არის მდიდარი დაპირებებისას, არის დამათრობელი დაუსრულბელი ბედნიერების განცდით, ახალგაზრდობით, სიმამაცით და ამიტომაც აღემატება ყველა სხვა ბედნიერებასა და უდიდებულესობას.“
❤❤❤
[