lovely

ჩემი ბედნიერების 24 სთ

ჩემი ბედნიერების 24 სთ

00:05
-როგორ გულუბრყვილო ვიყავი როდესაც მეგონა რომ ოცნებები ხდებოდა.
-ხდება.
-რომ ხდებოდეს ოცნებები, ეხლა ჩვენ აქ არ ვიდგებოდით. წადი, უკან არ მოიხედო ძალიან გთხოვ.
-არ შემიძლია.
-უნდა შეძლო, გთხოვ არ გამომხედო შენი მზერით, თორემ გული ისევ დაისერება. წადი, არ მოიხედო უკან, არ შეხედო თუ როგორ მივდივარ შენი ცხოვრებიდან.
-არ გაგიშვებ, არ მინდა წახვიდე.
-ეს შენ უნდა წახვიდე და მე უნდა დამტოვო, მე კი არასოდეს არსად ვაპირებდი წასვლას.
-არ მინდა წასვლა, რატომ მიშვებ, რატომ მთმობ ასე ადვილად თუ გიყვარვარ.
-მე ძალა აღარ მაქვს რომ ვიბრძოლო, დავნებდი რადგან დრომ დამამონა.
-კიმაგრამ ჩვენი სიყვარული, არ იმსახურებს ბრძოლაში წაგებას. არ დახარო თავი მტერს არ ვაჩვენოთ რომ გაიმარჯვეს, ბოლომდე ვიბრძოლოთ.
-აღარ შემიძლია, მათ ეს გააკეთეს, მათმა ძალამ გაიმარჯვა, შენ და მე ვერაფერი გავაწყვეთ, ჩვენ ორნი ვიყავით, მაგრამ ერთი დამტოვე, რადგან შენც მათკენ გადაიხარე.
-მაპატიე, ვიცი რომ შევცდი, ვიცი ეგოისტურად მოვიქეცი, ვიცი გული გატკინე, მაგრამ დამიჯერე მე უფრო მეტად მტკივა ჩემი დანაშაული, რადგან გკარგავ და ვერაფერს ვაწყობ გიშვებ და არ ვიბრძვი შენს დასარჩენად, მუხლი რომ მოვიდრეკო შენს წინაშე და ისე რომ გთხოვო დარჩენა.
-ადექი, ვერანაირი თავმდაბლობა ვერ დაგეხმარება, მაშინ როდესაც დამჭირდი ამაყი იყავი, ეხლა კი გვიანია სინანული, როდის იყო სინანულს დრო უკან დაებრუნებინოს. წამოდექი, ესოდენ არ არის გამართლებული, დაბლიდან მიყურო, ცრემლარეული თვალებით და ნაღვლიანი მზერით, წამოდექი, რადგან მე თუ დავიხარე შენს წამოსაყენებლად, ვიცი მეც დავეცემი, წამოდექი, არ შეგშვენდის თავმდაბლობა მაშინ როდესაც გული სიამაყით გიცემს.
-გული ეხლა მხოლოდ სიყვარულით მიცემს, უკვე მონატრებიტა და მწარე ტკივილით.
-გვიანია, ეს ყველაფერი გვიანია, ვერ ხედავ, საათმა დიდიხანია ჩამოჰკრა თორმეტს, უკვე გვიანია.
-მაგრამ მე მინანია.
-გვიან გინანია, ეს უკვე გვიანია, გთხოვ წადი, არ შემომხედო, არ მინდა იგრძნო სინანული ჩემი გაშვებისა, თუ ოდესმე სადმე თვალი მომკარი, გთხოვ განმერიდე, თორემ შენი თვალები ვერ აიტანს ჩემს ხედვას შორიდან.
-არ შემიძლია, ვერ წავალ, ფეხს ვერ ვადგამ, არ შემიძლია შენი დათმობა და შორიდან ხედვა, რა გავაკეთო, რა ჩავიდინო რომ მაპატიო, შენს წინაშე მუხლებზე დავეცემი და წითლად შევღებო ეს ღამე? გინდა მიყურო თუ როგორია ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთები?
-ეს მე პატიების გრძნობას არ მომიტანს, ბოლო ამოსუნთქვის დროსაც კი არ გეტყვი გაპატიე, ვიცი დრო რომ გავა იქნებ ვინანო კიდეც, მაგრამ ეხლა ვერ გაპატიებ, გთხოვ წადი, ნუღარ მიყურებ, გთხოვ წადი, და ბოლოა ჩვენი სალამი. წადი, არ მობრუნდე, არ შემხედო.
-ბოლო თხოვნა...
-გისმენ.
-იმ სილამაზით, იმ შენი გამოხედვით, იმ შენი სითბოთი მითხარი ის სიტყვა, რომელიც ტუჩზევე გეალერსებოდა.
-არ შემიძლია.
-რატომ?
-ეს სიტყვა აღარ იქნება ისეთი ლამაზი.
-მითხარი, მინდა ბოლოჯერ მოვისმინო, გთხოვ...
-მ.....ი......ყ......ვ......
.......................................
-მართლაც, აღარაა ისეთი თბილი, ეხლა კი ვხვდები რომ მართლა უნდა წავიდე. გთხოვ უკან ნაბიჯებით წავალ, მინდა გიყურო.
-არ მინდა შემხედო.
-რატომ?
-იმიტომ რომ სიამაყე გაგიელვებს, წავიდა, წავიდეს.
-ეს აღარ მოხდება, ჩემი სიამაყე, ჩემი სიამაყე მე არ შემიქმნია, მაგრამ მე დავმარხე.
-წადი.
-სალამი....ნახვამდის.
-სალამი....ნახვამდის.
01:20
((ბიჭი)(წავიდა?
00:19
((ბიჭი)(წავიდა? და მე ესე დავნებდი და გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან? მე მართლაც არ ვყოფილვარ მისი ღიორსი რადგან არ ვიბრძვი, მე რა ადამიანი ვარ, მე რა კაცი ვარ, ვკარგავ ქალს რომელიც ჩემს ცხოვრებაში პირველია და მე არაფერს ჩავდივარ, მართლაც სიამაყემ დამაბრმავა, არა არ გავუშვებ. დაბრუნდიიი, დაბრუნდი გთხოოოოვ(ყვირილით) ნუთუ არ ესმის, თუ უბრალოდ არ სურს გაიგონოს, მაპატიეეეეე გთხოვ დაბრუნდი გთხოვ, უშენოდ რაა ჩემი ცხოვრების წუთები. ღმერთო, რატომ ვარ ასეთი, უნდა ვიბრძოლო, დანებება არ შემშვენის. ვაჩვენებ რომ არავარ ამაყი)
((გოგო)გამიშვა, არაფერი უთქვამს ისე გამიშვა ხელი, არ ვუყვარვარ, არ დამაბრუნა, წამოვედი, ნუთუ მართლა ბოლოჯერ ვუცქერდი, არ მინდა წასვლა, მეძახის, ღმერთო რა ვქნა, ვაპატიო, მიყვარს, მაგრამ მისი პატიება ხომ რთულია, შეუძლებელია, მივბრუნდე, არა არ შემიძლია, გული სხვას ამბობს, მაგრამ სხვას ვგრძნობ, არა არ დავბრუნდები, უკვე ჩავიდა ჩემი მზე, მან დამარხა ჩვენი სიყვარული, ფეხით გადაუარა, გათელა, გრძნობები ქარს გაატანა. ჩემი სიყვარული დაამცირა და დასცინა, არ არის ღირსი ჩემს სიყვარულს მისი სახელი ერქვას, არ არის ღირსი, ჩემმა შვილმა მას მამა დაუძაოხს, არ იქნება მართალი თუ ის საკურთხეველთან ერთგულებას შემფიცებს, მაშინ როდესაც წარსულშივე დაარღვია ეს. 
არ არის ღირსი ის წავიდეს ჩემზე ადრე, სიკვდილის ბოლო წუთებში კი მთხოვოს, ეხლა მაინც მაპატიე ხომ ხედავ, სამუდამოდ ვეთხოვები სიცოცხლეს, შემინდე და სინანულით არ გამგზავნო იქ, რადგან შენც წარსდგები მის წინაშე და გისაყვედურებს იმის გამო რომ ადამიანს არ მიუტევე, მაგრამ მე თუ მასზე ადრე წავალ ის მაინც მთხოვს, მაპპატიე მიყვარხარ, მე კი უკვე დადუმებულს აღარ შემეძლება თქმა რომ მეც მიყვარს და ვპატიობ, ოღონდ ეს პატიება რათქმაუნდა მხოლოდ ენით წარმოთქმული პატიება იქნება, და არა გულით, იქ ის პატარა გული რომელიც ტკივილით მიცემს, სამუდამოდ დაასახიჩრა. მე ვერ დავუბრუნდები ადამიანს რომელსაც სიამაყე აბრმავებს, მისი თავი უყენია ყველაზე მაღლა და შეუძლია შეურაწყოფა ისე ისროლოს რომ დაფიქრება არ გამოიყენოს ორი წუთით, მაგრამ ნანობს, ყოველთვის ნანობს, ბუნებითაა დაუფიქრებელი, ვერ ამჩნევს მისი დაუფიქრებლობით რას სჩადის, მაგრამ პატიების თხოვნა გულით იცის, იმედია ისწავლის ფიქრს, გაანალიზებას და მერე სიტყვის თქმას, ისწავლოს სხვისი ფასი, ვიცი ვუყვარვარ და ნანობს, მაგრამ სინანულს დრო უკან არ დაუბრუნებია არასოდეს
დამკარგა და არ იბრძვის. მორჩა, დამარცხდა. ის წავიდა სამუდამოდ წავიდა და დამტოვა, თუმცა მე არასოდეს ვაპირტებდი მისგან არსად წასვლას)
02:35
((ბიჭი) ვერ დავიძინებ, უნდა ვიფიქრო როგორ დავიბრუნო, სულ რამოდენიმე საათიღა დამრჩა, თუ არაფერი ვიღონე დავკარგავ, მე კი ის ყველაფერს მირჩევნია, ის ხომ პირველი დგას ჩემს ცხოვრებაში)
02:50
((გოგო) სულ მცირე დრო, და მე შენგან ძალიან შორს ვიქნები უკვე, შენ კი მკარგავ, მიშვებ, განტავისუფლებ, დაეხსენ ჩემს გრძნობას, აღარ შეგაწუხებს ჩემი სიყვარული, გეფიცები ვეღარასოდეს ჩემს სახელს ვეღარ გაიგონებ, ვერც ჩემს ხმას, დრო გავა და როდესაც მე დავბრუნდები, არა შენს ცხოვრებაში, არა შენთან არამედ აქ ამ ქალაქში, იმედია ვერ შეგხვდები, იმედია ისევ ვერ დაგინახავ, იმედია ის გრძნობა დაიძინებს სამუდამოდ დაიძინებს ჩემში, შენი დანახვა კი არ გამიღვიძებს, იმედია ისევ შენი სიყვარულით არ აძგერდება გული, იმედია ისევ არ შეკრთება სხეული ჩემი, არ გამეყინება თვალზე ცრემლი, არ შეცბუნდება სული, არ დაიწყებს თრთოლვას ჩემი სხეული, გამიჭირდება ვიცი თავს მოვერიო, მაგრამ საკმარისი იქნება ეს დრო იმისათვის რომ ყველა ეს გრძნობა დავძლიო, ძალა მოვიკრიბო აქ დასაბრუნებად, შენ ხომ გამიშვი.)
03:25
-გაგაღვიძე?
-კი. ხომ დავდეთ პირობა არა...
-გამოიხედე.
-სად?
-გარეთ გამოიხედე.
-აააააააა, ეს რა არის, გაგიჟდი? ახლავე წადი.
-მაპატიებ?
-არათქო.
-კარგი დაიმახსოვრე ეს დასაწყისია.
-შეწყვიტე ეს თამაში, შენ მე გამიშვი, დამკარგე, და ეხლა შეწყვიტე სინანულით თამაში.
-არ ვთამაშობ, ჩემი გულიც ესე იწვის როგორც ეს.
-ნახვამდის.
05:15
((გოგო) ვაიმე რა ლამაზია, მაგრამ დამშვიდდი, ამ უბრალოდ გულის გამო ნუ გაიღვიძებს შენში სიბრალული, მაინც არ არის პატიების ღირსი, არასოდეს, არასოდეს ამას არ ვაპატიებ. ისევ ჯობს დავიძინო.
05:20
-ადექი, სკოლაში გაგვიანდება(ბებო)
-მოვდივარ ვემზადები.
......
-ბებო ეს რა არის?
-რა არის ბებოვინ გააკეთა ეს, რა ლამაზია ბებო შეხედე(ბებო)
(მიყვარხარ, მაპატიე)
-რა ლამზიააა(მეგობარი)
-მაინც არ ვაპატიებ.
-კარგი რა შეხედე რა სილამაზეა, ირგვლივ ყველაფერი ვარდის ფურცლებითაა გადაპენტილი, ვაიმე რა სილამაზეა, როგორ არ უნდა აპატიო.
-არათქო.
((გოგო)რა ლამაზია, რატომ წავლობს, რატომ აკეთებს ამ ყველაფერს, ხომ იცის მაინც არ ვაპატიებ, თუმცა აშკარაა ნანობს, ნუთუ რომანტიკამაც გაიღვიძა ,ასში.)
08:45
-შეხედეთ, შეხედეთ, რა სილამაზეა, მოდი მალე აქ.(კლასელები)
-რა მოხდა?
-შეხედე ეს ყველაფერი შენ გეკუთვნის.
...
მიყვარხარ, მაპატიე.
-მაინც არა.
-აპატიე გთხოოვთ, ჩვენც გთხოვთ ხომ ხედავ.
-არათქო, მორჩა.
((გოგო) რას არ აკეთებს, მაგრამ ხომ იცის, უკვე რამოდენიმე საათი და სამუდამოდ დამკარგავს.)
09:10
((ბიჭი) ღმერთო, მომეცი ძალა ბოლოწუთამდე ვიბრძოლო, და ტუ დავმარცხდი, მაშინ ამაყად ვიტყვი, მე სიყვარულმა დამამარცხა, მაგრამ თუ დავჯდები და დამარცხება ისე მომივა, ვერ მივხვდები ეს რატომ მოხდა, მიყვარს მომეცი ძალა, გაუნათე გონება რომ მაპატიოს.)
09:25
-უკაცრავად, შეიძლება?(უცხო)
-დიახ, რა გნებავთ?(მასწავლებელი)
-ეს დათუნია აი უკან მჯდარ ჩაფიქრებულ გოგონას.(უცხო)
-უკაცრავად?(მასწავლებელი)
-გთხოვთ მიიღეთ, ეს დიდი სიყვარულისა და პატიების თხოვნის ნიშნად(უცხო)
-არა, მაინც არ ვაპატიებ.
-როგორ არ უნდა აპატიო, რას აკეთებ, რას უკეთებ, ვითომ გინდა ანანო? დაფიქრდი, გვიან არ იყოს უკვე შენი ნაპატიები სიყვარული.(მეგობარი)
-და გგონია პატიებას ვაპირებ?
-კიმაგრამ ხომ გიყვარს?
-მიყვარს, ან მიყვარდა, მან შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სიყვარულს, და ინანოს, მთხოვოს, ოდესმე მიხვდება რომ თავს იმცირებს და უნდა შეწყვიტოს, თუმცა ვაღიარებ ძალიან მეწყინება რომ დანებდება.
-მთელი ცხოვრება შენს მუხლებთან ვერ იხოხებს, პატიების მიღების გამო. ოდესმე მიხვდება რომ ეს თამაშია, და დაასრულებს, და შენი ცხოვრებაც მაშინ დაკარგავს ფერებს(მეგობარი)
-არ ვიცი, არ ვიცი, დარწმუნებული ვარ უკვე შეწყვეტს ამ ყველაფერს, ეს არა საკმარისია დაასრულოს თამაში.
-ის არ თამაშობს, შენ თამაშობ, ნუ გიჭირავს თავი ამაყად, ზედმეტი არ მოგივიდეს.(მეგობარი)
-რა სისულელეა. ის თამაშობს ამ ყველაფრით.
-არა, ეს შენ თამაშობ მის სიყვარულზე. და ისიც მალე მიხვდება რომ არახარ მისი სიყვარულის პატივისცემის და თხპვნის ღირსი, მალე მიხვდება რომ ტავს იმცორებს და შენც მოგენატრება ეს ყველაფერი.(მეგობარი)
-არა არ მომენატრება, მინდა შეწყვიტოს, უკვე დამღალა, იცის რომ მაინც არ ვაპატიებ.
-შენი საქმისა შენ იცი, თავად გადაწყვიტე, ოღონდ მისსავით, მერე არ ინანო, შენსავე სიტყვებით გიპასუხებს, სინანული დროს არ აბრუნებს.(მეგობარი)
09:50
..........................
-ვაიმე შეხედეთ რა ლამაზია, შეხედეთ(კლასი)
-ეხლა რაღას იტყვი?(მეგობარი)
-რაას? ამდები ბუშტი როგორ გაბერა.
-ხომ და ყველას, მიყვარხარ, მაპატიე როგორ დააწერა არა?(მეგობარი) შეწყვიტე ამაყობა და ჩადი.
-იცი რომ არავარ ამაყი
20:40
-იცი რომ არავარ ამაყი და ძალიან გთხოვ ამას ნუ მიმეორებ გული მტკივა.
-აბა რა ქვია შენს საქციელს გამაგებინე(მეგობარი)
-არ შემიძლია ვერ ვაპატიებ... ვერ და არა არ.
12:35
..........
-ეკლესიაში უნდა შევიდე, დამელოდები?
-კი დაგელოდები(მეგობარი)
ღმერთო, გთხოვ მირჩიე როგორ მოვიქცე, რომ ვაპატიო ისევ იგივე რომ გაიმეოროს, არის ჩემი პატიების ჩემი სიყვარულის ღირსი ღმერთო? არ ვიცი როგორ მოვიქცე, მიყვარს, ცამდე მიყვარს, შენამდე მიყვარს ღმერთო, მაგრამ თუ მასთან ვიქნები ეს მუდამ გამახსენდება და გულზე იარად დამრჩება, მაგრამ მასთან თუ არ ვიქნები ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთს ემსგავსება...
-მალე მალე გამოდი გარეთ(მეგობარი)
-რა ხდება?
-შეხედე, ეს ვარდები შენია.(მეგობარი)
-რა სილამაზეა.
-ნახე რამდენია, ვაიმე რა სილამაზეა.(მეგობარი)
-მაპატიე. მიყვარხარ!
-მე ვთქვი ხმას არ ვიღებთქო და ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით.(მეგობარი)
-ვერა. ძალიან მწყინს, ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ვერა. უნდა წავიდე, უკვე უნდა მოვემზადო, თორემ ჩემი ამბავი რომ ვიცი დავაგვიანებ. დღეს ვეცლები აქაურობას, ამ ყველაფერს.
-იქ ამას ვერავინ გაგიკეთებს.
-ჩუ..
15:20
......
-ემზადები ბები?(ბებო)
-კი ბებო, ვემზადები, ძალიან მომენატრები ბებო, შენ ჩემი მეორე დედა ხარ, ვამაყობ შენით ბებო, მადლობა რომ ასეთი გამზარდე.
-მაგრამ მე ესეთი ჯიუტი არ გამიზრდიხარ ბები. რას აწვალებ იმ ბიჭს ან შენ რას წავალობ, გგონია ვერ ვხედავ, მთელი დილაა თვალზე ცრემლი არ შეგშრობია(ბებო)
20:50
-ბებო შენც გგონია რომ ამაყი ვარ?
-არა ბებო, ამაყი არახარ, უბრალოდ დაბნეული ხარ, ძალიან გიყვარს და ვერ გაგიგია, აპატიო თუ არა, რადგან ეს ძნელია, იცი ის რომ შენს ადგილას იყოს არ გაპატიებდა, საერთოდ ბიჭები ასეთები არიან, მაგრამ შენ გოგო ხარ და არ შეგწევს ძალა ეს არ გააკეთო. გიყვარს და აპატიე, მიეცი შანსი, მაგრამ შემდეგზე არც დაფიქრდე, თან ეს ჩემთვისაც კარგი იქნება აქ მეყოლები(ბებო)
-ბებო, მართალია ძალიან დავიბენი, არ ვიცი რა ვქნა, მაგრამ ძალიან ძალიან მიყვარს.
-კარგი ბებო, მოემზადე და ტაქსით წავიდეთ აეროპორტში.(ბებო)
-კარგი ბებო
18:15
..........
-მოვედიიიიიიიი, ვაიმე არ მინდა გთხოვ რა არ წახვიდე, მომენატრები საშინლად.(მეგობარი)
-ყოველდღე შეგეხმიანები, ყოველდღე ვისაუბრებთ, და მალე გავა დროც.
-ხომ მაგრამ 10 წელი? ეს ძაან ბევრია(მეგობარი)
-მართალია ძალიან ბევრია, ამდენხანს ამ ქუჩების ამ ქალაქის, ამ ოთახის, ბებოს შენს გარეშე ვერ გავძლებ.
-ვერც მის.(მეგობარი)
-ტყუილი რომ იქნება რომ არ დაგეთანხმო ეს ცხადი იქნება იცი.
-ბებო გამოდი გარეთ(ბებო)
-რა ხდება?
-გამოდით, ყველაგან წერია, მაპატიე, მიყვარხარ!
-აჰა თამაშია?(მეგობარი)
-შენ მახსოვს მითხარი ხმას არარ ამოვიღებო
-მე ბოდიშით(მეგობარი)
-ბებო რა ვქნა ბებო?
-რადა აპატიე...(ბებო)
-არ შემიძლია ბებო, ვერა. არად გულით მინდა გეფიცები ბებო, გულით მინდა.
-მთავარია გვიან არ ინანო ბებო(ბებო)
-.........
20:50
-----------------
-ვაიმე ბებო, როგორ მიჭირს შენი დატოვება, ძალიან მომენატრები, მაგრამ მალე ჩამოვალ.
-კარგი შვილო შენ რომ ჩამოხვალ მე რაღას დაგხვდები(ბებო)
-რატომ ბებო, შენ დამხვდები და ისევ ერთად ვიქნებით.
-არ გეცოდბეი ამდენხანს სიცოცხლით(ბებო)
-სანამ მე არ მოვკვდები, მანამდე არც შენ მოკვდები.
-კაი ბებო კაი, ამხნის ქალს რებს მეუბნები, გამაცინე(ბებო)
-არსად გაგიშვებ, ჩემო ბებო.
-მალე მალე ქენი შენ, 11ზე იქ უნდა იყო.(ბებო)
-ხომ ხედავ შეწყვიტა, აღარაფერს მიკეთებს.
-და შენს გული გწყდება(მეგობარი)
-არათქო
-ეხლა გაჩუმდი, შენს ტყულს ვერ დამაჯერებ. ძალიანაც კარგი, ასეც უნდა მოქცეულიყო(მეგობარი)
-ხომ მეგონა ბოლოწუთამდე იბრძოლებდა, შევცდი, ამის ღირსი მართლაც ვარ.
-ნუღარ წუწუნებ(მეგობარი)
21:55
01:26
-------------
01:28
-წავედით ბებო, უკვე 11ის ნახევარია(ბებო)
-მოვდივარ ბებო.
-გამოდი აქეთ, ხომ ხედავ არაღაფერია, დასრულდა მორჩა სულელი ხარ, შენს სინანულს ცხოვრების ბოლომდე ატარებ, აქ კი დასრულდა ყველაფერი, დროს ვერ დააბრუნებს(მეგობარი)
-მაგრამ მე მინდა ის წუთები დავაბრუნო და ვუთხრა გაპატიე, მიყვარხარ, სულელი ვარ, ეხლა მივდივარ და არც ვიცი სად ვნახო, თორემ ეხლავე წავიდოდი და ვაპატიებდი.
-სად მიდიხარ, დაბრუნდი აეროპორტში დაგაგვიანდება(მეგობარი)
-ნახევარი საათი მომეცით, მოვძებნი და დავბრუნდები.
-არ გაიქცე დაიცადე, არსად წახვიდე, დღეს ვეღარ გაფრინდები იცოდე(მეგობარი)
-ადროვე წავიდეს, შეეცადოს შეცდომის გამოსწორებას, თუმცა არაფერი გამოუვა(ბებო)
-თუ ნახავს გამოუვა იმედია(მეგობარი)
-არამგონია შვილო იმ ბიჭმა აპატიოს ამჯერად(ბებო)
-დაველოდოთ რა მოხდევა(მეგობარი)
----------------
-წავედით.
-რა მოხდა? ვერ ნახე(მეგობარი)
-ბებო რა მოხდა?(ბებო)
-სინანულით დროს ვერ დავაბრუნებ, წავედით, დამაგვიანდება.
-ნუ ტირი, თუ სიყვარულია შენს ჩამოსვლამდეც იარსებებს და როდესაც დაბრუნდები, ერთად იქნებით ბებო(ბებო)
-არა ბებო დასრულდა, ჩემი ოცნება და 
01:35
სისულელე აქ დასრულდა, ეხლა ვნანობ, თუმცაღა აზრი, ამ სინანულის აზრი? არააქვს. წავედით.
-წავედით(მეგობარი)
23:10
----------------
-ბებო აი, მოვედით და მე აქ მტოვებ, არ გვინდა ტირილი, ბედნიერი გზა ბებო, მომენატრები, ყოველდღე დამირეკე იცოდე(ბებო)
-აუცილებლად ბებო, მეც მომენატრები უზომოდ.
-აუუუ არ მინდა რომ წახვიდე, შენს გარდა არავინამყავს მომენატრები, ყოველდღე იცოდე მომწერე დამირეკე და რავი. მიყვარხარ(მეგობარი)
-მეც მომენატრები, არც მე მყავს არავინ, იცოდე, თუ შეგეძლება, მასზეც შემატყობინე რარაცეები, გთხოვ
-აუცილებლად, აბა რას ვიზამ, დეტალებში ყველაფერს. წადი ჩასხდომა იწყება.(მეგობარი)
-მომენატრებით, მიყვარხართ, აქ ვტოვებ ყველას ვინც კი მიყვარს, ჩემი ბედნიერების 24 საათი დასრულდა, ლამაზი დღე მქონდა, მან გამილამაზა, მაგრამ დასრულდა. 12ჯერ ჩამოკრა საათმა, და მეც შორს მივდივარ. მშვიდობით ყველას და ყველაფერს.
24:00
---------
((გოგო) დასრულდა, ჩემი სისულელის გამო ეხლა ზემოდან დავსცქერი იმ ქალაქს სადაც დავტოვე სამი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ალბად მართლაც ამაყობა გამოვიჩინე, მაგრამ რარა დროსია
სინანული, ჯიუტი ავღმოჩნდი, აქ ვტოვებ ყველაზე ლამაზ წუთებს, მასტან ერთად გატარებულს, ყოველი წუთი მომენატრება, ძალიან გამიჭირდება ამდენი წლით მასთან განშორება, რომელიც სამუდამო განშორებას განაპირობებს, ჩემს სიყვარულს აქ ვტოვებ, თუმცა არა, ჩემს საყვარელ ადამიანს ვტოვებ, სიყვარული კი გულით მიმაქვს, ღმერთო გამაძლებინე, მასწავლე იუმისობა)
00:05
-----------------
-უკვე ჩამოვფრინდით, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება.
-დედა აეროპორტში შნე ხარ ხომ?
-კი მე ვარ, აი წარწერაც გავაკეთე რომ მიცნო(დედა)
-ისე ხომ, ეგ კარგია, აბა ვერ გიცნობ, 15 წელია არ მინახიხარ. უკვე შემოვედი, აი მგონი გხედავ.
-მეც შეგხედე, მოდი ჩემთან.(დედა)
-დაიცადე დედა.
-არ გადამეხვევი შვილო?(დედა)
-იქ რა წერია დედა? იქ რომ არის ვირაც მას რა უწერია?
-არ ვიცი შვილო, რაში გაინტეერსებს, წამოდი მომიყევი აბა ამბები........სად მიდიხარ?(დედა)
-დაიცადე დედა.....
მიყვარხარ, მაპატიე!
-შეენ? ეს ეს შეეენ?
-გეგონა დავნებდებოდი? გეგონა არ ვიბრძოლებდი? გეგონა არ მიყვარდი? სიცოცხლეს მირჩევნიხარ, ვერ დავუშვებდი აქ გამომეშვი და არ გაგვერკვია, არ მეთქვა თუ როგორ მიყვარხარ.
-შენ ჩემს გამო, აქ ჩამოხვედი?
-გიკვირს არა? არ ელოდი?
-არ ველოდი, ისევე როგორც იმ საქციელს, თუმცა ამის გახსენება აღარ მინდა. მიყვარხარ, გპატიობ, იმის გამო არა რომ ასე გამანებივრე 24 საათის მანძილზე, იმის გამო არა რომ აქ ჩემს გამო ჩამოხვედი, იცი უბედნიერესი ადამიანი ვიყავი მთელი დღის მანძილზე, იმის გამო რომ შენ ეს შეძელი და იბრძოდი, მე ვამაყობ შენით, შენ მე ყველა ოცნება მაჩუქე ახდენილი, გპატიობ მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენი სიყვარული ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა, იმიტომ რომ მიყვარხარ.
-და იმიტომ რომ ჩემგან დიდი სიყვარული იგრძენი.
-გეთანხმები, ვხვდები თუ როგორ გყვარებივარ, შენ შეცდი, ცუნებამ გძლია, თუმცა არ გსაყვედურობ, ბიჭი ხარ და მესმის შენი, მაგრამ ეს არ იყო არაფერი, რადგან შენ სხეულით მიღალატე და არა გულით, არა სულით, შენს გულში ჩემი სიყვარული იყო, მიყვარხარ.
-მადლობა რომ გესმის ჩემი, მთავარი სიყვარული არ არის, მთავარი ბევრად სხვა რამ არის, ნდობა და გეგა სიყვარულში, ვამაყობ რომ შენ მყავხარ, დავბრუნდეთ ჩბენს ქალაქში?
-ჯერ ვერა, დედასთან უნდა ვიყო, შენ წადი და მეც მალე ჩმოვალ და ერთად ვიქნებით, სიცოცხლის ბოლო წუთამდე.
-არა აქ მარტო არ დაგტოვებ, სიყვარულის მარადიულ ქალაქში, პარიძში მარტო დაგტოვებ, ჩვენ აქ ვიქნებით და როდესაც მოისურვებ მაშინ წავალთ.
რა ლამაზი მომენტია არა როდესაც წარმოიდგენთ? ხომ როგორც წარმოიდგენთ, ხელში აიტაცა და მაგრად ჩაეხუტა, როგორი იქნებოდა მათი ყოველი დღე, სიყვარული და მხოლოდ სიყვარული, ულამაზესი დღეები გაატარეს, ბებოს და მის მეგობარს ყველაფერი უამბო, ლამაზი ისტორიაა მგონი, რამდენი იოცნებებდა ამაზე არა? ჩვენ კი ეგრევე ვაპატიებდით, მაგრამ დაკარგვისს აფრთხეს რომ იგრზნობენ...ეს ჩვენთვიც ოცნებაა, და ჩვენც სწორედ ჩვენს ოცნებებს და განცდებს გადმოვცემთ, მე ყოველიშემთხვევისათვის, ჩემს მიერ შექმნილი პერსონაჯების მტკივა და მიხარია, ისინი ხომ გულით შევქმენი. ლამაზია ოცნება და რეალობად ქცევა უფრო :)

Search site

© 2011 All rights reserved.

Make a website for free Webnode