mcire monakveti motxrobidan :)))))
-გამარჯობა : )) ახლახან გამოხვედი კომიდან : )) დაბრუნებას გილოცავ !
-დაბრუნებას ? მოიცადეთ ... ანუ მე...
-დიახ,თქვენ კლინიკური სიკვდილი გქონდათ ... საბედნიეროდ ყველაფერი კარგადაა : )) უკაცრავად,მნახველი გყავთ : ))
-ნიკაა ? ღმერთო...ძალიან მომენატრე !
-მეც ... შენ ვერც კი წარმოიდგენ რა გადავიტანეთ ამ დღეების განმავლობაში !
-გადაიტანეთ ? მოიცა შენს გარდა კიდევ ვინმემ გაიგო ეს ამბავი ?
-იციი...იძულებული გავხდი თაკოსთვის და თოკოსთვის მეთქვა !
-ღმერთო...ახლა სად არიან ?
-ფული გავუგზავნე და აქ ჩამოვიდნენ...თაკომ შენი ამბავი,რომ გაიგო,გიჟივით გავარდა სადღაც...1 კვირაა არ მინახავს...თოკო მის მოსაძებნად წავიდა...დავურეკო ?
-არა...მოიცადე...მე თვითონ მოვძებნი და მივალ მათთან !
-კარგი,ოღონდ ჯერ უნდა დაისვენო ! აღარასდროს მოგცემ უფლებას,რომ ჩემს გარეშე სადმე წახვიდე ! მოგწონს თუ არა ეს მე სულ შენთან ვიქნები !
-მიყვარხარ !
-მეც : ))
***
უკვე 2 დღე გავიდა...ბოლო მოეღო იმ საშინელ წამებს ! ბოლოს და ბოლოს ცხოვრებას დავუბრუნდი ! მე ისევ ის ვარ ! საერთოდ არ შევცვლილვარ ! ერთი სული მაქვს როდის გამწერენ,რომ ჩემები ვნახო ! არ ვიცი მათ გარეშე რამ გამაძლებინა...ალბათ როგორ ნერვიულობენ !
მადლობა ღმერთო ! ყველაფრისთვის დიდი მადლობა ! დიდი მადლობა,რომ ნება მომეცი ცოტა ხნით კიდევ ვიცხოვრო ჩემი საყვარელი ადამიანების გვერდით ! ახლა ყველაფერი გამახსენდა ! ვიცი,ვინც ვნახე იქ ! ვიცი,ვინც დამაბრუნა უკან ! ვინც მაიძულა,რომ თვალები გამეხილა ! ახლა უკვე მჯერა სასწაულების ! ახლა უკვე ვიცი,რომ ყოველთვის ჩემთან ხარ ! მე და შენ სიკვდილმაც კი ვერ დაგვაშორა ერთმანეთს და ასე იქნება სამუდამოდ ! დარწმუნებული ვარ,რომ ღმერთთან ხარ და ზემოდან მიყურებ ! ძალიან მიყვარდი,მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები ჩემო პაპიკო !